planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 ოკუპაციიდან ოკუპაციამდე – კვირეული გრძელდება. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივს მიაგებენ. ღონისძიებები დედაქალაქსა და რეგიონებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის დეპუტატებმა პატივი იუნკერთა ხსოვნას პარლამნტის ეზოშივე ხარების სამლოცველოში მიაგეს, სადაც იუნკრების საფლავებია. პარაკლისი გადაიხადეს და კოტე აფხაზის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საპარლამანტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ეს დღე თითოეილი ქართველისთვის მძიმე დღეა, რადგან ამ დღეს ბრძოლის ველზე პირველი იუნკერი დაეცა. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი იუნკერი რომელიც ბრძოლის ველზე დაეცა იყო ქალბატონი, მარო მაყაშვილი და არ გვაქვს უფლება მის ხსოვნას პატივი არ მივაგოთ. მოხარული ვართ, რომ იუნკერების სხოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოედო მთელ საქართველოს,“- განაცხდა ცისკარიშვილმა. იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს, ოკუპაციის მუზეუმს წეროვანში მცხოვრები ბავშვები დაათვალიერებენ და რუსული აგრესიის ამსახველ ისტორიულ მასალებს გაეცნობიან, შემდეგ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ასევე, გაზეთ “პრაიმ ტაიმის” ყაყაჩოების აქციაში სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ექიმები ჩაერთვებიან. დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დღესვე კოტე აფხაზის მემორიალურ დაფას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი ჩოხატაურის რაიონში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის მემორიალს და მისივე სახელობის ქუჩას გახსნის. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციაც იგეგმებ იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts