Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დევნილებმა აქცია – “დაგველაპარაკოს სუბელიანი, ან წავიდეს” გამართეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Subeliani-300x192.jpg“დევნილი სამოქალაქო საზოგადოების” კოალიციის წევრებმა ტაშკენტის #7-ში აქცია “დაგველაპარაკოს სუბელიანი, ან წავიდეს” გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს დევნილების პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ დევნილებად დაყოფაში ადანაშაულებენ.

 

კოალიციის ხელმძღვანელის, ლელა გულედანის განცხადებით,  ტაშკენტის #7-ში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კოდორიდან დევნილი 30 ოჯახი იყო შესახლებული, თუმცა ლტოლვილთა სამინისტრომ ისინი შარშან გამოასახლა და პრაქტიკულად, ქუჩაში დატოვა.

„შენობა გარემონტდა და კოდორის ხეობიდან დევნილთა ნაცვლად, აქ სამინისტროში მომუშავე დევნილებს შეასახლებენ,“- დასძინა გულედანმა.

მისი განცხადებით, შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს სუბელიანის უწყებას, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

მისივე ინფორმაციით, მათ სამინისტროში განუცხადეს, რომ ეს შენობა არ არის დევნილებისათვის განკუთვნილი და მათ ბალანსზე არ ირიცხება.

„ჩვენ სანდო წყაროდან ვიცით, რომ ეს შენობა პრივილეგირებული დევნილებისათვის გარემონტდა. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გამოასახლა სამინისტრომ ამ შენობიდან შარშან კოდორის ხეობიდან დევნილები, რომლებიც დღემდე ქუჩაში არიან”, – განაცხადა  გულედანმა.

დღეს, სამინისტროს “დევნილი სამოქალაქო საზოგადოების” კოალიციამ წერილით კიდევ ერთხელ მიმართა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...