Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კამპანიის – “ეს შენ გეხება” ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba3-300x1992.jpgკამპანიის – “ეს შენ გეხება” ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

 

შეხვედრები, 13:00 საათზე, ერთდროულად საქართველოს 8 ქალაქსა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, გურჯაანი, ბოლნისი) და თბილისის 7 უბანში დაიწყო.

 

შეხვედრები მიმდინარეობდა საქართველოს ქალაქებში – ბათუმში – შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ქუთაისში – ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ზუგდიდში – გამსახურდიას გამზირზე; ოზურგეთში – მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან; გორში – კინოთეატრ “გამარჯვებასთან”; თელავში – ერეკლე II-ის მოედანზე; გურჯაანში – ნონეშვილის ქუჩაზე; ბოლნისში – ადგილობრივ ტელევიზიასთან.

 

თბილისში – მეტროს სადგურ “თავისუფლებასთან”, “რუსთაველთან, “ვარკეთილთან”, “ახმეტელთან” და “ვაგზლის მოედანზე“.

 

რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენელმა,  ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

 

შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების შესახებ და რა საფრთხე შეიძლება  შეექმნას ამ კანონის შესაბამისად  მოქალაქეებს.

 

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ გარკვეულ სიტუაციებში. ამიტომ,  თუ ჩვენ აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერებს მოვაგროვებთ, იმედი გვაქვს, პარლამენტი, რომელიც ჩვენი იდეებსა და სურვილებს უნდა აკმაყოფილებდეს, კანონში ცვლილებებს თავიდან შეიტანს”,- აცხადებენ ისინი.

 

მათივე განცხადებით, ასევე შეხვედრის მიზანია ინფორმირება კამპანიის – “ეს შენ გეხება” – შესახებ, მათი ჩართვა კამპანიაში და კანონის შეცვლის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება;

 

არასამთავრობო ორგანიზაციის “არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელ მაგდა პოპიაშვილის თქმით კი, ცვლილებები, რომლებიც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შევიდა, დემოკრატიული ქვეყნის არსს მთლიანად ეწინააღმდეგება.

 

“ეს კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რაც არადემოკრატიულია და დემოკრატიული ქვეყნის არსს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვაქვს პეტიცია და საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც პარლამენტს უკვე მივმართეთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სოლიდარობის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო იძულებული იქნება, შეცვალოს უკანონო კანონი”, – განაცხდა  პოპიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა (ტელეკომპანია “კავკასია”, ტელეკომპანია “მაესტრო”, გაზეთი “ალია”, გაზეთი “რეზონანსი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სტუდია “რე”, “რეგიონალური პრესის ასოციაცია”, ია მამალაძე, ზვიად ქორიძე და სხვები) წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”.

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა გვერდი Facebook-ზე, ხოლო ვებ-გვერდი www.esshengexeba.ge; www.esshengekheba.ge მალე ამოქმედდება. ასევე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პეტიცია , რომელსაც უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

 

საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...