Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/shekhvedra-kirgizetis-delegaciastan-23.021076-300x179.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას მინისტრის მოადგილე ადილ კასიმალიევი ხელმძღვანელობს.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორ,აციით, საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკის უწყებათა წარმოომადგენლების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ბოლო წლებში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელთა გაზიარების სურვილიც ყირგიზეთის მხარემ გამოთქვა.

 

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ორივე მხარის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მხრივ არსებული პროგრესის მიუხედავად, კიდევ დიდი პოტენციალია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საქართველოსა და ყირგიზეთის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გრძელდება.ამ ხნის განმავლობაში ყირგიზეთის დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან. კერძოდ, უკვე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...