planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images11.jpgკორეაში საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისმინისტრი ალექსანდრე ხეთაგური შეხვედრებს მართავენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვდერები სავაჭრო პალატაში, კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციაში, სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროში, EXIMBANK-ის შტაბ-ბინაში, კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების სააგენტოში, კორეის ინდუსტრიების ასოციაციებთან და კორეის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. შეხვედრების ფორმატში განიხილება თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება: კორეის დაფინანსება მსხვილი საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსახორციელებლად, საქართველოში კორეიდან კერძო ინვესტიციების მოზიდვა. შეხვედრების ფორმატში კორეულ მხარეს მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს კლიმატის და ქვეყანაში განხორციელებულ სტრუქტურულ-ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts