Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მსჯავრდებულები პროფესიულ განათლებას მიიღებენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image18-300x199.jpgპენიტენციურ სისტემაში საგანმანათლებლო – სარეაბილიტაციო სახლების ამოქმედების შედეგად მსჯავრდებულები  შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს  ეუფლებიან.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, მათ სხვადასხვა პროფესიას უნივერსიტეტების წარმომადგენლები  ასწავლიან.

 

სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები იღებენ სერთიფიკატებს, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში  მათ ადვილად ინტეგრაციას.

 

სამინისტროს ცნობითვე, ”საგანმანათლებლო – სარეაბილიტაციო სახლები”,  ეტაპობრივად, ყველა დაწესებულებაში  ამოქმედდება. შესაბამისად, პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...