Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „ექსპრესნიუსზე“ და ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე“-ზე ჰაკერული თავდასხმები ხორციელდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/haker-300x270.jpgახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ და ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე“-ზე ჰაკერული თავდასხმები ხორციელდება.

 

როგორც საიტების მომსახურების ჩეხური კომპანიიდან „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, ორივე მედიასაშუალებაზე თავდასხმა 20 თებერვალს ღამით დაიწყო. ჰაკერმა რამდენიმე ფაილში კოდირება მოათავსა, რამაც საიტის შეფერხება, ზოგ შემთხვევაში გათიშვა გამოიწვია.

 

ფაილის მიგნების და ამოღების შემდეგ, იგივე განმეორდა 21 -23 თებერვალს.

 

„ შესაძლოა ამას აკეთებდეს ე.წ „ექსტრიმ ჰაკერი“,  მის მიზანს არ წარმოადგენს „ექსპრესნიუსის“ სრულად გათიშვა, იგი ქმნის ლოკალურ პრობლემებს, რათა საიტებმა გამართულად ვერ იმუშაოს“-აღნიშნავენ ჩეხეთში.

 

22 თებერვალს ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე-ს“ სკრიპტებში შეტანილი იქნა ცვლილება რის შემდეგაც საიტი მწყობრიდან გამოვიდა. ორივე საიტზე ჰაკრემა შეცვალა მთავარი გენერატორის პაროლები.

 

ორივე საიტს ჰოსტინგით უზრუნველყოფს ამერიკული კომპანია. სარედაქციო კოლეგიამ წერილით მიმართა, სერვერის ადმინისტრაციას, დაადგინონ შემოსვლის წერტილი, ასევე IP მისამართი, მომხმარებელი და პროვაიდერი, რათა მოხდეს თავდამსხმელის ინდეტიფიცირება. აღნიშნული მონაცემების მიღების შემდეგ სარედაქციო კოლეგია სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართავს.

 

ამ დროისთვის სპეციალისტები ცდილობენ პრობლემა გადაჭრილი იქნას.

 

შექმნილი პრობლემების გამო ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ და ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი“ შეფერხებით მუშაობენ, რის გამოც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...