planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 შეკითხვაზე, თუ ვინ მიაჩნიათ აშშ-ს უდიდეს მტრად, ამერიკელები ყველაზე ხშირად ასახელებენ ირანს. "გელაპის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32%-ს მიაჩნია, რომ დღესდღობით ირანია აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი, ხოლო 23%-ის აზრით, ეს არის ჩინეთი. "მტერი ქვეყნების" ხუთეულში ამერიკელები მოიაზრებენ, ასევე, ჩრდილოეთ კორეას (10%), ავღანეთს (7%) და ერაყს (5%). ამერიკელების მხოლოდ 2% მიიჩნევს რუსეთს ქვეყნის მტრად, ასევე, 2% - პაკისტანს, 1%-ის აზრით კი აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი თავად ამერიკაა. კვლევის ავტორების თქმით, შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი აშშ-ში, რომლებიც ირანს მიიჩნევენ ქვეყნის მტრად: მაგალითად, 2011 წელს ასე გამოკითხულთა მხოლოდ 25% ფიქრობდა. /get_img?ImageId=6478 განსხვავებულია ქვეყნის მტრების აღქმის მაჩვენებლები "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის: მაგალითად, ირანი ქვეყნის უდიდესი მტერია ამერიკელი "რესპუბლიკელების" 37%-ისთვის და "დემოკრატების" 30%-ისთვის, ჩინეთი - "რესპუბლიკელების" 28 და "დემოკრატების" 18%-ისთვის, ჩრდილოეთ კორეა - "რესპუბლიკელების" 8 და "დემოკრატების" 10%-ისთვის, ავღანეთი - "რესპუბლიკელების" 4 და "დემოკრატების" 11%-ისთვის, ხოლო ერაყი - "რესპუბლიკელების" 7 და "დემოკრატების" 2%-ისთვის. გელაპის კვლევა აშშ-ში ჩატარდა მიმდინარე წლის 2-5 თებერვალს სატელეფონო ინტერვიუების გზით. გამოკითხული იქნა აშშ-ს 50-ვე შტატში მცხოვრები 1029 18 წელს ზემოთ ადამიანი. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts