Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საქართველოს საგარეო უწყება პუტინის განცხადებაზე


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6476

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

 

“სიმბოლურია, რომ მან (პუტინმა) ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას.

 

ძნელი წარმოსადგენია, ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად.

 

რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად ვ.პუტინის ქმედებების შედეგად ასეულობით ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად. მათი სახლები ან მიწასთან არის გასწორებული რუსული სამხედრო ტექნიკით, ან უკანონოდ არის დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და ათასი ჯურის კრიმინალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

 

ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების მეთაურებთან შეხვედრაზე რუსეთ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

“ჩვენ არასდროს ვაიგივებდით საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. იმედი მაქვს, რომ ეს მოძმე ერი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთი მტერი კი არა, მეგობარია და ურთიერთობები კვლავ აღდგება," – აღნიშნა პუტინმა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...