Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ეს შენ გეხება! - აქცია გორში


Recommended Posts

 

 

/get_img?ImageId=6489

 

აქცია გორში

 

 

 

გორის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გამართეს აქცია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. ახალგაზრდები ქუჩაში გამვლელებს ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, პარლამენტის მიერ 2011 წლის დეკემბერში, კანონში “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში მიღებული ცვლილებების გასაცნობად. აქცია „ეს შენ გეხება“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კამპანიაა და მიზანად ისახავს საკანონმდებლო ცვლილებების მიღწევას. აქცია დღეს, თბილისის გარდა, საქართველოს 8 ქალაქში გაიმართა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არამარტო პოლიტიკური პარტიების არამედ რიგითი მოქალაქეების უფლებებსაც ლახავს.

 

თუ მოქალაქემ გამოთქვა  საკუთარი მოსაზრება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ან გააკეთა  განცხადება პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან პოლიტიკურად აქტიურ პირს მოსთხოვა, ან მისგან მიიღო ფინანსური დახმარება, შესაძლებელია, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით დაეკისროს.

 

თუ პოლიტიკურად აქტიურ, ან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ, ვინმეს, შესაძლოა ვეღარ მიიღოს სესხი ბანკისგან.

 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ უფლებაშემლახველი კანონის წინააღმდეგ ხმა საზოგადოებამაც უნდა აიმაღლოს. მისი აზრით, იზღუდება ადამიანის უფლებები და ამიტომ აქციის ორგანიზატორებმა მოსახლეობამდე ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა მიიტანონ, თუ რა საფრთხეს შეიცავს აღნიშნული კანონი. მისი თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს.

 

კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 17 თებერვალს პარლამენტში პეტიცია შეიტანეს, რომლითაც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში  2011 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. პეტიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ორგანოს ამ კანონის ალტერნატიული ვარიანტიც  წარუდგინეს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...