planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60076.jpgოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. ალექსანდრე ანქვაბზე თავდამსხმელების ძებნა აფხაზეთის მთიან რაიონებში მიმდინარეობს. ძებნაში ჩართულია ვერტმფრენები. მომხდარის გამო, წუხელ სოხუმში ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ანქვაბი დაესწრო. მისი თქმით, თავდასხმის მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. მომხდარის ორგანიზატორებად და შემსრულებლებად ჯერჯერობით ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს მიიჩნევენ. ადგილზე ნაპოვნია თავდამსხმელების იარაღი და ჭურვებიც. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით გუშინ დილით დაცხრილეს. ანქვაბი არ დაშავებულა. გარდაცვლილია მისი დაცვის 2 წევრი. ოკუპირებული რეჟიმის მეთაურს უკვე ესაუბრა ტელეფონით დიმიტრი მედვედევი და გამოძიებაში დახმარებაც აღუთქვა. რუსეთის საგარეო უწყებაში კი მომხდარ ფაქტს ოკუპირებულ აფხაზეთში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts