Jump to content
Planeta.Ge

ერორი- პუტინს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60077.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტამანის მოტომსროლელ ბრიგადაში ვიზიტისას რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა. პუტინი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება. პუტინის განცხადებით, რუსეთი არასდროს აიგივებს ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებასთან.

 

`ვფიქრობ, რომ მოძმე ქართველი ხალხი საბოლოოდ გაიაზრებს, რომ რუსეთი მათი მტერი არ არის და ურთიერთობაც აღდგება,`- განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ ურთიერთობების გაფუჭება რუსეთის ბრალი არ არის.

 

`ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი,`- აღნიშნა მან.

 

პუტინმა ასევე `წარუმატებელი` უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის დაწყებულ პროგრამებს და გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ მორიგი სამხედრო აგრესიისგან`თავი შეიკავოს.

 

სამხედროებთან შეხვედრისას მან ვრცლად ისაუბრა რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობებზე და ისიც აღნიშნა, რომ დღეს რუსეთთან მეგობრობა ამ ქვეყნებისთვის მომგებიანია.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...