Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ქდმ საპენსიო და სოციალურ პაკეტებში ცვლილებების შეტანას ითხოვს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა საპენსიო და სოციალურ პაკეტებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. პარტიის წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ყველა პენსიონერი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ამასთანავე, არ უნდა შეიზღუდოს მარჩენალდაკარგულების, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრების, რეპრესირებულთა და სხვა კატეგორიის მოქალაქეების უფლებები.

 

`ჩვენ მივიჩნევთ, რომ თუ მამაკაცები 67 წლის ასაკიდან მიიღებენ 140-ლარიან საპენსიო პაკეტს, ქალბატონების შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს 62 წლის ასაკიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეფასდება, როგორც მოქალაქეთა დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, რადგან მოგეხსენებათ, ქალბატონები პენსიაზე გადიან 60 წლის ასაკში, მამაკაცები 65 წლის ასაკში და ამ გაზრდილი პაკეტის მიღებამდე მამაკაცებს მხოლოდ ორი წელი უწევთ ლოდინი, ქალბატონებს კი შვიდი წელი. ასეთი არათანაბარი მიდგომა გაუგებარია,` -განაცხადა ანიკაშვილმა.

 

ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებისგან რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის დასაზღვევად თანხების გამოყოფასაც ითხოვენ.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...