planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში მასშტაბური დაკავებების ფონზე მიმდინარეობს – სამართალდამცველებმა მოძრაობა `მემარცხენე ფრონტის` 10 აქტივისტი აიყვანეს, რადგან ისინი ვლადიმერ პუტინის მომხრეებს ელაპარაკებოდნენ. დაკავებულია 70 უზბეკიც – რუსული პოლიციის მტკიცებით, ისინი პროვოკაციას გეგმავდნენ. პრემიერის მომხრეები "ლუჟნიკის" სტადიონზე არიან შეკრებილი. მათ თავად ვლადიმერ პუტინიც შეუერთდა და სპორტულ მოედანზე მოწყობილი სცენიდან რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. სტადიონზე მისვლამდე დემონსტრანტებმა მოსკოვში მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხელისუფლებამ ხალხი რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანა. აქციის მონაწილეები ვიდეოკამერების წინ ლაპარაკს თავს არიდებდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts