planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/bjania.jpgთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარ თავდასხმაში ქართულ კვალს ვერ ხედავს. „ეს დანაშაული აშკარად იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ. ის პირველი არ არის. რამდენადაც მახსოვს, ეს უკვე მეექვსეა, მაგრამ არ ვიხრებით იქით, რომ ის ქართულ კვალს დავუკავშიროთ“, – განუცხადა ბჟანიამ „იტარ-ტასს“. <span style="font-size: 10pt;" />ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს, დილით, მორიგ თავდასხმას გადაურჩა. როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, მის ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე კი იმავე გზაზე ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts