planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/es_shen_gexeba.jpgთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები, არსებული კანონმდებლობის ანალიზთან ერთად, 100 საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციას გაეგზავნა. როგორც კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – ჩართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, პეტიცია და წინადადებათა პაკეტი მიიღო საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა – აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, შვედეთისა და სხვა საელჩოებმა. <span style="font-size: 10pt;" />ასევე, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებები არასამთავრობოებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ნატოს, ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ამერიკის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვენეციის კომისიას და სხვა ორგანიზაციებს გაუგზავნეს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts