Jump to content
Planeta.Ge

საქინფორმი- მიმი გაბრიჩიძე: „რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ვითხოვთ“


Recommended Posts

http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-mimiiiii.jpgთბილისი, 23 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტია ითხოვს ოფიციალურ განმარტებას მიუნხენში გამართული რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ.

 

 

 

<span style="font-size: 10pt;" />„საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა დაადასტურა, რომ მიუნხენში ქართული დელეგაცია იგორ ივანოვსა და რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება იმ პოლიტიკურ ძალებს (მათ შორის,. პარტია „თავისუფალ საქართველოს“), რომლებიც ღიად აფიქსირებენ რუსეთთან დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე საკუთარ პოზიციას და ამ მხრივ ქმედით ნაბიჯებსაც ღიად დგამენ, მუდმივად ადანაშაულებს რუსეთის აგენტობაში, კრემლის ინტერესების გატარებასა და სხვა უამრავ ცილისმწამებლურ ბრალდებაში. როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებაც კარგად ხედავს ამ დიალოგის აუცილებლობას, თუმცა მანამ, სანამ ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის არ გახდა ცნობილი, ამის შესახებ არცერთ ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია. მიუღებელია სახელისუფლებო ტელევიზიების დუმილიც ამ თემაზე. მაშინ, როცა საქმე შეეხება რომელიმე ოპოზიციონერის შეხვედრას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სახელისუფლებო მედია ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს შეხვედრის ყველა დეტალს. ამჯერად კი, როცა საქმე ხელისუფლების კულუარულ შეხვედრებს შეეხება, სამთავრობო არხებს ტელემაყურებლისთვის ამ თემისადმი მიძღვნილი არცერთი სიუჟეტი არ შეუთავაზებიათ“, – აცხადებს პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე.

 

საქინფორმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...