Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კამპანიის – “ეს შენ გეხება” ფარგლებში, დღეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba3-300x199.jpgკამპანიის – “ეს შენ გეხება” ფარგლებში, დღეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

 

შეხვედრები დღეს, 13:00 საათზე, ერთდროულად საქართველოს 8 ქალაქსა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, გურჯაანი, ბოლნისი) და თბილისის 7 უბანში დაიწყება.

 

აქციები გაიმართება საქართველოს ქალაქებში – ბათუმში – შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ქუთაისში – ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ზუგდიდში – გამსახურდიას გამზირზე; ოზურგეთში – მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან; გორში – კინოთეატრ “გამარჯვებასთან”; თელავში – ერეკლე II-ის მოედანზე; გურჯაანში – ნონეშვილის ქუჩაზე; ბოლნისში – ადგილობრივ ტელევიზიასთან.

 

ხოლო, თბილისში – მეტროს სადგურ “თავისუფლებასთან”, “რუსთაველთან, “ვარკეთილთან”, “ახმეტელთან”, “ვაგზლის მოედანზე” “ბავშვთა სამყაროს” მხრიდან; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან და ბუკიას ბაღში.

 

ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების შესახებ; ინფორმირება კამპანიის – “ეს შენ გეხება” – შესახებ და მათი ჩართვა კამპანიაში; ასევე, კანონის შეცვლის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება;

 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა (ტელეკომპანია “კავკასია”, ტელეკომპანია “მაესტრო”, გაზეთი “ალია”, გაზეთი “რეზონანსი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სტუდია “რე”, “რეგიონალური პრესის ასოციაცია”, ია მამალაძე, ზვიად ქორიძე და სხვები) წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”.

 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა გვერდი Facebook-ზე, ხოლო ვებ-გვერდი www.esshengexeba.ge; www.esshengekheba.ge მალე ამოქმედდება. ასევე

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პეტიცია , რომელსაც უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

 

საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...