planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/prezident-Vladimir-Putin-300x210.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს და თბილისს აფრთხილებს, განმეორებითი აგრესიისგან თავი შეიკავოს. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა შეიარაღებული ძალების დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან შეხვედრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამართულ ამერიკა-საქართველოს სამიტზე თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. მისი თქმით, ამერიკა შეცდომას უშვებს და იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ იარაღს ახალი აგრესიული ქმედებისთვის არ გამოიყენებს. “მე მაგიდასთან არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ. თუმცა ალბათ, ჩვენებიდან იქ ვინმე იქნებოდა და მოგვიყვება. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. მათთან ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებ, ქართულ მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ ქმედებას მოჰყვა, უკვალოდ არ ჩაივლის და ეს იარაღი ახალი აგრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული არ იქნება”,- განაცხადა პუტინმა. პრემიერ–მინისტრის განცხადებითვე, ამერიკის მხრიდან ქართილი არმიის გადაიარაღებით, უდიდესი შეცდომა დაუშვა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. “ხომალდების გადაადგილება, ტვირთების მოცულობა, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად კონტროლდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით. რამდენიმე ასეთი მაგალითი დღესაც მიჩვენეს. აშშ-მა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისთანავე ქართული არმიის გადაიარაღება დაიწყო. ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. შეიარაღების მიწოდება ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, გარდაუვლად ყველგან და ყოველთვის უბიძგებს და ახალისებს მას აგრესიული ქმედებებისკენ”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ამერიკელები სერიოზულ შეცდომას უშვებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts