planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili21-300x19911.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.პრეზიდენტმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.„რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია – ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ“, – განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა. პრეზიდენტსა და აუდიტორიას შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, მათ შორის, მოლაპარაკებებეს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივას, საქართველოს ნატო-ში მისწრაფებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts