planetanews Posted February 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/ilia6-300x193.jpgდღეს საქართველოს კათოლიკოს- -პატრიარქი, ილია მეორე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება. მანამდე კი, პატრიარქი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე, რეუვენ (რუბი) რივლინთან გამართავს შეხვედრას. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის და რეუვენ (რუბი) რივლინსის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს. დღესვე, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. ხვალ, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცებენ; ასევე, მოილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოსმართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად, წმინდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალსგაემგზავრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts