Jump to content
Planeta.Ge

ერორი- თურქეთის შს მინისტრი ვანო მერაბიშვილს შეხვდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60063.jpgსაქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება. იდრის ნაიმ შაჰინი რამდენიმე წუთის წინ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ეს შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან და ნარკოდანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს.

 

მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის სფეროშიც. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, მინისტრთან ერთად საქართველოში მისი მოადგილე, ჟანდარმერიის, უსაფრთხოების სამსახურის და სამინისტროს სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებიც ჩამოვიდნენ.

 

შეხვედრა გაიმართა იუსტიციის მინისტრთანაც. ამ შეხვედრების შემდეგ კი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს პოლიციის აკადემია დაათვალიერა და კურსანტებს შეხვდა. იდრის ნაიმ შაჰინს აკადემიაში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქი ძალოვანები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...