planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60069.jpgთბილისში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ჩამოვიდა. კნუტ ვოლებეკი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეისწავლის. დღეს დილიდან ის უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობის წევრებს, უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დიპლომატი ასევე შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ეკა ტყეშელაშვილსაც. ეს ვოლებეკის გეგმური ვიზიტია საქართველოში, თუმცა ამჯერად ის ვერ ახერხებს ოკუპირებულ რეგიონებში გამგზავრებას. კნუტ ვოლებეკის განცხადებით, აუცილებელია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მისიები მოქმედებდეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგს განახორციელებენ. ევროპელი დიპლომატი საქართველოში გაზაფხულზეც ჩამოვა. ამ პერიოდში ის, სავარაუდოდ, შეხვდება ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებს და თავის რეკომენდაციებს ჩამოთვლის მოხსენებაში, რომელსაც გადასცემს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს ვენაში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts