planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60072.jpgავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მიხეილ სააკაშვილმა სამძიმარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან მიიღო. ეს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დოქტორ სელესტე ვალანდერმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა პირადად გადასცეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას თანადგომისთვის და თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და ახლობლებს. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან და აშშ-ის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრით გაგრძელდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts