planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/msxverpli-avganeti.jpgთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის 20 თებერვალს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში „შუკვანის“ ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ქართველ სამხედროებს შეხვდა. სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა: „გვინდა, გვყვავდეს სერიოზული, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები? – ჩვენ უნდა ვიყოთ ავღანეთში! გვინდა, გვქონდეს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენი შეიარაღებული ძალების შემდგომი მომზადების მხარდაჭერასა და აღჭურვაში? – ჩვენ უნდა ვიყოთ ავღანეთში! გვინდა, საქართველოს რეპუტაცია მყარად გავიტანოთ და ადგილი დავიმკვიდროთ დემოკრატიულ სამყაროში? – ამაყი ვარ, რომ დავდივარ სხვადასხვა ფორუმებზე და ვხვდები, მაგალითად, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, სხვა დიდი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს და ისინი მადლობას მიხდიან იმისათვის, რასაც თქვენ აქ აკეთებთ. განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან საქართველოს დელეგაციებს იმის გამო, რასაც თქვენ აქ აკეთებთ“... საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts