planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/anqvabi-tavdasxma.jpgთბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს დღეს, დილით, გუდაუთის რაიონში თავს დაესხნენ. შემთხვევის შედეგად თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი მძიმედ დაიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სოხუმში სამსახურში მიმავალი ანქვაბის ავტომობილს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. <span style="font-size: 10pt;" />„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, თავდასხმის მონაწილეებს მთებში ეძებენ. კერძოდ, დაწყებულია გეგმა „შეპყრობა“, ამოქმედებულია ყველა ძალოვანი სტრუქტურა. მთიან მიდამოებში მიმალულ დამნაშავეთა ძებნაში საბრძოლო ვერტმფრენები ჩაერთო. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts