Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დოლიძე: 20 ლარიანი ვაუჩერი დევნილებს ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქებს მდგომარეობას


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Dolidze1-300x19911.jpgვიქტორ დოლიძის თქმით, მთავრობის დაპირებული 20-ლარიანი ვაუჩერი დევნილებს ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქებს მდგომარეობა.

 

ამის შესახებ განცხადება, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დედაქალაქის საკრებულოს წევრმა ვიქტორ დოლიძემ, დღეს თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ “ქართლში” ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

მისი თქმით, მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილებს გაუქმებული შეღავათების გარდა, ელექტროენერგიისა და მასზე მიბმული ნაგვის გადასახადიც დაემატათ, რომელმაც იანვრის მონაცემებით, 300-400 ლარი შეადგინა. 

 

“ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს ზამთავრი ყველაზე მეტად იმ ურთულეს სეგმენტს დაარტყავდა, რომელსაც წარმოადგენენ დევნილები, მარჩენალდაკარგულები, ინვალიდები და სოციალურად დაუცველები. მთავრობის დაპირებული 20-ლარიანი ვაუჩერი მათ ოდნავადაც ვერ შეუმსუბუქებს მდგომარებას”, – განაცხადა დოლიძემ.

 

საკრებულოს წევრის თქმით, სანატორიუმი არ არის გაზიფიცირებული და ცივი ზამთრის პირობებში დევნილები მხოლოდ ელექტროენერგიით სარგებლობდნენ. დევნილები ხელისუფლებას გაზიფიცირებამდე არსებული შეღავათების აღდგენას თხოვენ.

 

საკრებულოს წევრი მიმართავს თბილისის მერს, გიგი უგულავას, ყურადღება მიაქციოს დევნილთა პრობლემებს.

 

ვიქტორ დოლიძე აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დააყენებს.

 

<p class="MsoNormal"><p class="MsoNormal">

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...