planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/Basiepn2-300x199.jpgავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მიხეილ სააკაშვილმა სამძიმარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან მიიღო. ეს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დოქტორ სელესტე ვალანდერმა და საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა პირადად გადასცეს.“აშშ–ს მთავრობის სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ავღანეთში ამ დიდი დანაკარგის გამო. ჩვენ ამ ტრაგედიას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვას და განვარგძობთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ის ფასეულობა რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება“–განაცხადა ჯონ ბასმა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, “თალიბებთან” შეტაკებისას, საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts