planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/iran_nuclear1-300x228.jpgირანული მედიის ცნობით, დასავლელ მოკავშირეებზე შესაძლო პრევენციული დარტყმის შესახებ. ირანელი სამხედრო მოსამსახურეები უკვე ხმამაღლა საუბრობენ. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილემ მოჰამედ ჰეჯაზიმ განაცხადა, რომ ”ჩვენი სტრატეგია ამგვარია – თუ გადავწყვეტთ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მტერი ემუქრება, მათ ქმედებამდე ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით ჩვენ დავიწყებთ ქმედებას.” აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება თეირანის მიერ ევროპის ნავთობით მომარაგების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადებას მოჰყვა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ირანიდან ცარიელი ხელებით დაბრუნდნენამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს ოფიციალურად განაცხადა.თეირანმა სამხედრო ბაზაზე, სადაც დასავლეთი თვლის, რომ ატომური ბომბის საიდუმლოდ მზადდება, უცხოელი ექსპერტები არ დაუშვა.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რამინ მეჰმანპარასტის განცხადებით, ”სააგენტოს დელეგაციის წევრები ირანში როგორც ინსპექტორები, არ ჩამოსულან. მათი ვიზიტის მიზანი არა ინსპექტირება , არამედ ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებები იყო.თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა. თეირანის ხელისუფლებამ სააგენტოს წარმომადგენლები პარჩინის ბაზაზე არ დაუშვა.ირანში, ბუშერის ატომური სადგურის ირგვლივ 200 ათასი კვ კმ ფართობზე, ამ დროისათვის მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლებები კოდური სახელწოდებით ”უზენაესის შურისძიება”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts