planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/moswavleebi-300x199.jpg”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ”ოკუპაციის კვირეული”, რომლის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება ”წითელი ყაყაჩოს” აქციაც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს იბნევენ და ამით პატივს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თავად ამზადებენ ყაყაჩოებს და თავიანთ თანატოლებში ავრცელებენ. აქცია კვირის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და მასში ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ”წითელი ყაყაჩოს” აქცია საგამომცემლო სახლის „პრაიმტაიმის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ტარდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts