planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 კიკვიძის ბაღის გაჩეხვისგან გადასარჩენად გუშინდელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი მორიგეობდა. “ღამის 2 საათამდე რამდენიმე ადგილობრივი მოქალაქე მორიგეობდა, ღამის 2 საათიდან დილის 8–ის ნახევრამდე ვიყავით “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრები, ასევე, თემურ მურვანიძე და მამუკა ბალიაშვილი “საქართველოს გზიდან”, დილით კვლავ ადგილობრივმა მოსახლეობამ და გრინფისის სხვა წევრებმა შეგვცვალეს”, – უთხრა "ნეტგაზეთს" “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა. დღეს, 18:00 საათზე კიკვიძის ბაღში აქცია გაიმართებს, ღამით კი ისევ მორიგეობა გაგრძელდება: “მთელი რიგი აქციების იდეები არსებობს, რომლის საშუალებითაც შევეცდებით მეტი ადამიანი ჩავრთოთ საქმეში და დავიცვათ კიკვიძის ბაღში დარჩენილი 60 ხე”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts