planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60063.jpgსაქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება. იდრის ნაიმ შაჰინი რამდენიმე წუთის წინ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ეს შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან და ნარკოდანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის სფეროშიც. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, მინისტრთან ერთად საქართველოში მისი მოადგილე, ჟანდარმერიის, უსაფრთხოების სამსახურის და სამინისტროს სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებიც ჩამოვიდნენ. შეხვედრა გაიმართა იუსტიციის მინისტრთანაც. ამ შეხვედრების შემდეგ კი თუქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს პოლიციის აკადემია დაათვალიერა და კურსანტებს შეხვდა. იდრის ნაიმ შაჰინს აკადემიაში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქი ძალოვანები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts