planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg`ახალი მემარჯვენეები` მარტვილში სკოლის დახურვას აპროტესტებენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სოფელ ლეციცხვაიაში სკოლა დაიხურა და ის სოფელ ხუნწის სკოლას შეუერთდა. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბავშვები სკოლაში ვეღარ დადიან. `სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა ლეციცხვაიაში ძალიან ნიშანდობლივია მთელი საქართველოს მასშტაბით და ბოლო წლების განათლების სამინისტროს პოლიტიკა არის სოფლების სკოლების გაერთიანება, ამ გზით თანხების გამოთავისუფლება, ხარჯების შემცირება, რაც იწვევს სკოლებში განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირებას და სოფლებიდან მიგრაციულ პროცესებს,` განაცხადა ნაჭყებიამ. `ახლების` წარმომადგენელი მიმართავს განათლების სამინისტროს, გადახედოს სკოლების ოპტიმიზაციის პოლიტიკას. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts