planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgკვლავ დაძაბული რჩება ვითარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც, სადაც საოკუპაციო რეჟიმი განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ვლადიმერ ბროვცევმა, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, დეპუტატებს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა. ბროვცევმა აღნიშნა, რომ თეიმურაზ ხუგაევის გადადგომას მოსახლეობის 98 პროცენტი მოითხოვს, და ხალხის ნების შესასრულებლად რეგლამენტიც უნდა შეიცვალოს. გენერალური პროკურორის გადადგომა იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჯიოევასა და კოკოთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში ჩაიდო. დოკუმენტი მას მერე გაფორმდა, რაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ, რომელიც ალა ჯიოევამ მოიგო, ცხინვალში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. გამარჯვებულმა ჯიოევამ ხელახალი არჩევნების ჩატარება გააპროტესტა და ინაუგურაცუა დანიშნა, თუმცა ორი დღით ადრე მასზე თავდასხმა მოხდა, რის შემდეგაც ჯიოევა საავამდყოფოში მოხვდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts