planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60062.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების, კაპრალების - ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძისა და პაატა კაჭარავას დაღუპვის გამო. სამივე სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ახლობლებსა და თანამებრძოლებს. `ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. ჩემი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად,`- ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდნენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts