Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართველი მილიარდერი ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოვების პირობას დებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg

 

ელენა ბედველი

 

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოწვევისთვის შექმნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და პირობა დადო, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო ახლო კავშირებს დაამყარებს.

 

მისი მოძრაობა „ქართული ოცნება“ „გააღრმავებს ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან“ და ევროკავშირთან, რაც უზრუნველყოფს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოს უსაფრთხოებას, უთხრა ივანიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის პარტნიორი კოალიციიდან ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სააკაშვილს დემოკრატიის ჩახშობით ნატოსა და ევროკავშირში ინტერგაციის პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერდა ქვეყნის წევრობას ორივე ამ ალიანსში, საქართველოს 2008 წელს სამხრეთ ოსეთის გამოყოფილი რეგიონის გამო რუსეთთან გაჩაღებულ ხუთდღიან ომში ხელმძღვანელობდა.

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დეკემბრის კვლევის თანამხად, რომელშიც 4 000 რესპონდენტი მონაწილეობდა, სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 42%, ხოლო ივანიშვილის პარტიას – 18%. ამ კვლევის ცდომილება 1,5 %. შარშან მარტში, ჟურნალმა Forbes-მა ივანიშვილის ქონება 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...