planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/407479_DETAIL-300x238.jpgაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ, რა დროსაც მისი დაცვის ორი წევრი მძიმედ დაიჭრა, ერთ–ერთი მათგანი კი მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც “აპსნი პრესი” იუწყება, პრეზიდენტზე თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, თავად ანქვაბი არ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სოხუმში, სამსახურში მიდიოდა,რა დროსაც ავტომობილს გუდაუთის რაიონში ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. ეს პრეზიდენტზე უკვე მეექვსე თავდასხმაა. ბოლო თავდასხმისას, 2010 წელს მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბი დაიჭრა.დღემდე არც ერთი თავდასხმა გამოძიებული არ არის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts