planetanews Posted February 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/421222_352402994790088_-300x199.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი სამხედროების, კაპრალ ვალიკო ბერაიას, კაპრალ რუსლან მელაძისა და კაპრალ პაატა კაჭარავას დაღუპვის გამო.როგორს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ახლობლებსა და თანამებრძოლებს.“ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ მათთან შეხვედრისას ვამბობდი, რომ მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი – ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ქართველი სამხედროები - კაპრალი ვალიკო ბერაია, კაპრალი რუსლან მელაძე და კაპრალი პაატა კაჭარავა საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს, საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts