Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/erterwtryt1-300x20021.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,  ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ვალერი გელბახიანის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საქალაქო სასამართლოს პრესამსახურიდან აცნობეს.

 

გელბახიანის ადვოკატი,  შალვა ხაჭაპურიძე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა.

 

პროკურორის სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ ვალერი გელბახიანი ხელს შეუშლიდა გამოძიებას და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

შეგახსენებთ, რომ ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს.

 

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით,  “ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა”.

 

“საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული – შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება”,- აცხადებენ სამინისტროში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...