planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/phpThumb_generated_thumbnailjpg4-300x199.jpgთბილისის მერმა, გიგი უგულავამ მდინარიძეების ოჯახს ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა. მერიის ინფორმაციით,თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელი 350 000-ზე მეტი აბონენტი ფიქსირდება და თითოეული მათგანი კუთვნილს ვაუჩერს უახლოეს დღეებში მიიღებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წელს არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს, ერთჯერადად, ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება. ვაუჩერების დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესი 21 თებერვლს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. დღეიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი: 251-00-33, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. ვაუჩერების დარიგება დღეს თბილისიდან დაიწყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts