planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images56.jpegსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ახალი პოლიტიკური კოალიციის “ქართული ოცნება” პრეზენტაციაზე ახალი არაფერი მომხდარა, რადგან უკვე თვეებია, ცნობილია თუ ვინ და რა მოტივით არის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დარაზმული. როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ივანიშვილი გუნდისგან სიურპრიზებს ნაკლებად ელის და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდება როგორც მიმდინარეობს. დეპუტატი ივანიშვილის გუნდს სუსტ კონკურენტად მიიჩნევს და და ამბობს, რომ კონკურენცია მისასალმებელია, თუმცა უფრო რაციონალურ, მკაფიო და რეალიზებადი ალტერნატივების შემთხვევაში. “საარჩევნო კაპანიისას კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ “ეკლექტურ კოალიციაზე” ძლიერია. ახალ კოალიციაში არიან ადამიანები წინააღმდეგობრივი წარსულითა და ურთიერთდამოკიდებულებებით, რომელთაც პოლიტიკის წარმართვის პოზიტიური გამოცდილება არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რევანშისტებად იქცევიან. თუკი ჰიპოტეტურად დავუშვებთ მათ ხელისუფლებაში მოსვლას, მივიღებთ არა ოცნებების ასრულებას, არამედ ძლივს დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს” – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, ახალ გაერთიანებაში შეკრებილი ადამიანების ნაწილის შესაძლოა, არც სურვილი ჰქონდეს და არც უნარი საქართველოს გამოწვევებს შეებრძოლონ . დღეს სასტუმრო “რედისონში” პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზენტაცია გაიმარტა, რომელშიც გაერტაინდნენ – “თავისუფალი დემოკრატები”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “ეროვნული ფორუმი”, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, აგრეთვე ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts