Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქალაქო სასამართლო ვალერი გელბახიანის სასმართლო პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/4.jpegთბილისის  საქალაქო სასამართლო ვალერი გელბახიანის სასმართლო პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

 

როგორც განცხაებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებული და 2012 წლის 20 თებერვლამდე ძებნილი ვალერიან გელბახიანისთვის, 2008 წლის 02 თებერვალს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრების დადასტურების შესახებ.

 

“სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მოისმინა, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარე ითხოვდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების დადასტურებას, ხოლო დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას გირაოთი 30 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ამასთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ ვალერი გელბახიანს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, გირაოთი – 50 000 ლარის ოდენობით და დაუყონებლივ განთავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...