Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თბილისის მერიის შენობაში დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images10.jpgთბილისის მერის შენობაში დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც მხარი  „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“,დევნილთა ომბუდსმენმა მაია ხარაძემ დაუჭირა.

 

როგორც „ექსპრენიუსს“ ხარაძემ განუცხადა, აქციის მონაწილე დევნილებს შეხვდა მერიის წარმომადგენელი გია სანიკიძე,რომელმაც მოითხოვა მათგან საპროტესტო აქციის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაემუქრა დევნილებს, რომ ისინი იმასაც დაკარგავენ რაც გააჩნიათ.

 

მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების მორიგი ცინიკური და არაადამიანური დამოკიდებულება დევნილთა მიმართ.

 

„ჩვენ არ შევეგუებით დევნილთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების იგნორირების ფაქტს და ვიბრძოლებთ მათი უფლებებისათვის,“- განაცხადა ხარაძემ.

 

მისივე განცხადებით, დევნილთა 33 ოჯახი,8 წელია მუხიანის დასახლებაში, ე.წ ”არაშენდას” კორპუსში ცხოვრობს, აქედან 8 ოჯახი, პოლიციის ძალით უკვე გამოსახლებულია. მიზეზი კერძო მესაკუთრეთა უფლების აღდგენას უკავშირდება, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართს ფლობენ, თუმცა არავინ არ ფიქრობს დევნილთა უფლებებზე და იმ შეღავათებზე რომელიც მათ საქართველოს კანონმდებლობით აქვთ გარანტირებული.

 

„სამწუხაროდ ხელისუფლება მათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს არ სთავაზობს და 8 ოჯახი , ყინვის პირობებში, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი და დანარჩენსაც იგივე ბედის გაზიარება ემუქრება. დევნილებს აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნა,რომ ისინი თბილისის მერიამ და „დევნილთა და განსახლების სამინისტრომ“ უზრუნველყონ  დედაქალაქის ტერიტორიაზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით,“-აღნიშნა ხარაძემ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...