Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პაპუნა დავითაია კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ათენში იმყოფებოდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/davitaia-300x199.jpgსაქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია კულტურული ღონისძიებების ფარგლებში საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმყოფებოდა.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით,საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ვიზიტი მიმდინარეობდა.

 

აპარატის ინფორმაციითვე, პაპუნა დავითაია 19 თებერვალს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიას ეწვია, სადაც ეკლესიაში გამართულ პარაკლისს დაესწრო და ეკლესიაში შეკრებილ მრევლს შეხვდა. იმავე დღეს სახელმწიფო მინისტრი დაესწრო ქართველი მომღერლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს “თბილისური ჰანგები ათენში’’, რომლის დასრულების შემდეგაც შეხვდა საბერძნეთის ქართულ დიასპორას.

 

ქართულ დიასპორასთან შეხვედრა  აგრეთვე გაიმართა განათლებისა და კულტურის ცენტრში “კავკასია’’.  პაპუნა დავითაიამ დიასპორის წარმომადგენლებს აპარატის სამოქმედო გეგმა და დიასპორასთან მიმართებით აპარატის მიერ შემუშავებული პროექტები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა უწყების მიერ მომზადებულ კანონზე “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო, აპარატის პრიორიტეტებზე და დიასპორის აქტივობაზე აპარატის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...