planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/img2-300x200.jpgფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ადილბეგ კასიმალიევი ხელმძღვანელობდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები შედიან. დიმიტრი გვინდაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც გატარდა საბიუჯეტო-ფისკალური პოლიტიკის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების კუთხით. მინისტრმაისაუბრა საქართველოშიარსებულმაკრო-ფისკალურისტაბილურობისადადინამიურიეკონომიკურიზრდისთაობაზე, ქვეყნანაში ჩატარებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით დანერგილ მოდელზე, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოში ყირგიზეთის დელეგაციის ჩამოსვლის ძირითადი მიზანია – გაეცნოს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს. „ინტერესი ჩვენთან განხორციელებული რეფორმებისადმი გამოირჩევა საკმაოდ მზარდი დინამიკით. ჩვენ უფრო და უფრო დიდი სიხშირით ვიღებთ დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც პოსტსაბჭოთა სივრციდან, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, რაც იმ რეფორების აღიარებაა, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ეს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის მეორე ვიზიტია საქართველოში. 24 თებერვლის ჩათვლით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. შეხვედრა გაიმართება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts