Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “საქართველოს საკანონმდებლო კოდექსში“ ცვლილება შევიდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/257_34173_847583-300x200.jpgმთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შედის.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის  განცხადებით, ცვლილებების პროექტი ტურისტული საწარმოს დეფინიციის შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას, სასტუმროს აქტივების ან მისი ნაწილის სხვა პირზე მიწოდებას მისი უკან იჯარით მიღების მიზნით და უზრუნველყოფს მისი, როგორც სასტუმროს ფუნქციონირებას არანაკლებ 8 წლის განმავლობაში.

 

მისივე განცხადებით, მთავრობა ცდილობს შეიმუშაოს რიგი ინიციატივები, რომელიც ბიზნესის წახალისებას და სტიმულირებას მოხმარდება და წარმოდგენილი ცვლილებებიც  ამ ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილია. კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული  კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან იგი ხელს შეუწყობს საკურორტო ზონებში სასტუმროს ტიპის შენობების მშენებლობას.

 

ხუროშვილმა “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიც წარმოადგინა. ცვლილებების თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლები.

 

ხუროშვილმა ასევე, კომიტეტს შეთანხმებისთვის მთავრობის დადგენილების პროექტი “მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ იბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის № 415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”  წარუდგინა.

 

ცვლილებები ფიქსირებული გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, პურის საცხობი თონეების მფლობელები ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის დაბეგვრის გადასახადს გადაიხდიან. ამასთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით არაუმეტეს 50%-ის ოდენობით შეამცირონ ან გაზარდონ ფიქსირებული გადასახადი.

 

კომიტეტის სხდომაზე II მოსმენით “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ კი III  მოსმენით “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტები წარმოადგინა.

 

კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...