Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 22 თებერვალი


Recommended Posts

22 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო ‘რედისონში’ გაიმართება წინასატენდერო შეხვედრა ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, რომლებიც შემდგომ ‘სენაკი 1,2′-ის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებენ.

 

22 თებერვალს, 11.00 საათზე, ‘საკანონმდებლო მაცნეს’ მთარგმნელობით ცენტრში მუშაობის მსურველები ინგლიურ ენაში ტესტირებას გაივლიან.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24 (მთავარი პროკურატურის შენობა)

 

22 თებერვალს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ‘ქრისტიან-დემოკრატების’ წევრები ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსთან შეხვედრას გამართავენ, რომელსაც დაინტერესებული მოქალაქეებიც დაესწრებიან.

თემა: ‘სოციალური საცხოვრისები უსახლკაროთათვის’.

 

22 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (№637)

 

22 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლის ბოლო სესიას გახსნიან.

 

22 თებერვალს, 12.00 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ID ბარათებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან მეურვეობისადა მზრუნველობის ორგანო გათავისუფლდება.

 

22 თებერვალს, 12:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რესტორანი ‘ფაეტონში’ ‘ქართული დესერტის დღე’ აღინიშნება.

 

22 თებერვალს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ოფისში, პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘სოფლის სკოლის დახურვა’.

მის: ორთაჭალა, ჟ. კალანდაძის ქ. #3

საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49

 

22 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუ’ საქართველოს სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზრის კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის: გ. წერეთლის ქ. #2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, ილიას უნივერსიტეტი, G 106 აუდიტორია

 

22 თებერვალს, 14:00 საათზე, პოლიტიკური პარტია ‘სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზის’ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ‘ხელისუფლება ცდილობს გიგანტური ჰესების მშენებლობა პიარით გაამართლოს’.

მის: ბარნოვის ქ. #60

 

22 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება.

თემა: ‘საქართველოს კანონის პროექტის ‘საერთო სასამართლოების შესახებ’ კანონში ცვლილებები’.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

22 თებერვალს, 16:00 საათზე, კავკასიის მედიის სკოლასა და რადიო `თავისუფლების’ მედიის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: კოსტავას ქ. #77 (ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის უკან)

საკონტაქტო პირი ხატია ალფაიძე – 595 90 73 53

 

22 თებერვალს, 17:00 საათზე, ‘თიბისი ბანკის’ სათავო ოფისში ახალი საგამოფენო სივრცე – ‘თიბისი არტ-გალერეა’ გაიხსნება.

მის: მარჯანიშვილის ქ. #7

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...