planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgოთხი ქართველი მეზღვაურის მდგომარეობა, რომლებიც სოხუმის პორტში არიან დატყვევებული, კვლავ მძიმეა. გემს, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებიან, ტექნიკური პრობლემები აქვს. მათ მუდმივად უწევთ მუშაობა, რათა გემის კონსტრუქციაში შესული წყალი ამოტუმბონ. არ გამორიცხავენ, რომ ამ დაზიანებების გამო, გემი მალე ჩაიძიროს კიდეც. პარალელურად, მოლაპარაკებები გემის თურქ მფლობელებთან თურქეთში საქართველოს საკონსულოში გრძელდება. ასევე ცნობილი გახდა ქართველი მეზღვაურების კიდევ ერთი დამსაქმებლის ვინაობა. ლაურა ჩადუნელთან ერთად, საქმეში ელგუჯა ბერძაძის სახელიც ფიგურირებს. პანამის დროშით მცურავი გემი უკვე ერთი წელია სოხუმის პორტში დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები ოჯახებს, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდებიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts