planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60051.jpgნარკოდანაშაულის რაოდენობა და სიმძიმე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ დასკვნის საფუძველს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იძლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს "თბილისი მარიოტში" გაიმართა. ამ შედეგების მიხედვით, 2011 წელს დანაშაულის რაოდენობა 32%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2010 წელს. 2007 წელთან შედარებით კი ეს რიცხვი 2-ჯერ ნაკლებია. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შავ ბაზარზე დაიკლო მძიმე ნარკოტიკების ბრუნვამ და შემცირდა ახალგაზრდა ნარკოდამნაშავეთა რაოდენობა. საქართველოს პროკურატურამ კვლევის შედეგების პრეზენტაციით ანტინარკოტიკული კამპანიის პირველი ეტაპი განახორციელა. მომავალში კი იგეგმება ლიბერალური პროექტების, ზიანის შემცირების პროგრამების და საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts