Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ლეიბორისტები სააკაშვილს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას სთხოვენ


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60050.jpgლეიბორისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების ნაცვლად, დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი შეამციროს.

 

ოპოზიციური პარტია დარწმუნებულია, რომ ამ პროგრამას პრეზიდენტი სააკაშვილი იმ მოტივით ახორციელებს, რომ მან `იგრძნო თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება`. ლეიბორისტები დენზე ტარიფის შემცირებას იმ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვენ, რომელმაც მათივე განცხადებით დააკმაყოფილა ლეიბორისტების სარჩელი.

 

`მიხეილ სააკაშვილმა, იგრძნო რა თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება, დაიწყო 20-ლარიანი წინასაარჩევნო ქრთამის დარიგება ვაუჩერების სახით. მსგავსი ფარისევლობისა და ხრიკების ნაცვლად, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ აღასრულოს ლეიბორისტული პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი 2002 წლის 30 დეკემბერს და დენის ტარიფი დაიყვანოს დედაქალაქში 11 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში - 7 თეთრამდე,`- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე იოსებ შატბერაშვილმა.

 

მთავრობამ ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება დღეს დაიწყო. ამის მიზეზად ცივი ზამთარი და მძიმე კლიმატურის პირობები სახელდება, რამაც მოსახლეობის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...